სირცხვილი→დანაშაული→კონფლიქტი→კავშირი→თავისუფლება
პრაქტიკული სასწავლო პროცესი | შემოდგომა 2026 | 01.10.-10.12
ჩვენში ორი ფასეულობა მუდამ აქტუალურია: თავისუფლება და სიყვარული. ეს ორივე ჩვენი ფუნდამენტური საჭიროებაა და ერთდროულად გვაქვს.
ხშირად აღმოვჩნდებით ხოლმე სიტუაციაში, როცა ორივე საჭიროებაზე ზრუნვის გზას ვერ ვპოულობთ და... ერთ-ერთს ვირჩევთ.
ეს ამბავი ალბათ ბავშვობიდან გვახსოვს — არჩევანის მომენტი: ავთენტურად გამოგვეხატა თავი ჩვენი სურვილებით და ემოციებით (თავისუფლება); თუ გაგვეკეთებინა ის, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვან ადამიანებს გაახარებდათ (სიყვარული). თურმე ბავშვები ასეთ დროს უფრო ხშირად სიყვარულს ირჩევენ. თავისუფლების დათრგუნვის ფასად.
პარადოქსი ის არის, რომ როდესაც საკუთარი თავის დაკარგვის ფასად ვცდილობთ კავშირის შენარჩუნებას, სწორედ ის კავშირი ზიანდება, რომლის გადარჩენასაც ვცდილობთ.
ამგვარი დილემები ზრდასრულობაშიც გრძელდება. და ყოველ ჯერზე, როცა თავისუფლებას ვთმობთ, ჩნდება სირცხვილი და დანაშაულის განცდა. ეს ხდება მაშინაც, როცა ვთმობთ სიყვარულს.
სირცხვილი ან დანაშაული ხშირად მხოლოდ ზედაპირია. მის ქვეშ იმალება ტკივილი, შიში, ბრაზი, გლოვა. ის გვართმევს ძალას და ეღობება სიყვარულს.
საკუთარი ძალისა და მთლიანობის დაბრუნება იწყება მაშინ, როდესაც იბადება კითხვა: როგორ მქონდეს თავისუფლება და სიყვარული ერთდროულად? როგორ ვიზრუნო ჩემსა და სხვის საჭიროებებზე თანაბრად? როგორ ვიპოვო ჩემი თავისუფლებისა და სხვასთან კავშირის ბალანსი?
რაც მეტად თავისუფლდება ადამიანი, მით მეტად ღრმავდება და ცოცხლდება მისი ურთიერთობები.
კონფლიქტი იწყება იქ, სადაც ორი ან მეტი მნიშვნელოვანი საჭიროება ერთმანეთთან შეუთავსებელ მოქმედებებში იკეტება.
ეს არის სისტემაში ერთდროულად არსებული რამდენიმე საჭიროებისა და მათ დასაკმაყოფილებლად საჭირო რესურსის არქონით შექმნილი დილემის მომენტი — მომენტი, როდესაც ორ ადამიანს ერთდროულად სტკივა; როდესაც უკუკავშირის გაცემა და მიღება გართულებულია; როდესაც ორივე საუბრობს, მაგრამ არც ერთს არ ესმის.
ასეთი კონფლიქტები განსაკუთრებით ხშირი და მტკივნეულია ყველაზე ახლო და ძვირფას ურთიერთობებში: საკუთარ თავთან, ოჯახის წევრებთან და კოლეგებთან.
უმეტესად, კონფლიქტები — როგორც ჩვენში მიმდინარე, ისე ჩვენსა და სხვა ადამიანებს შორის — ფარულია; მხოლოდ მათი ნაწილი ხდება ხილული და ხმამაღალი.
როდესაც რესურსები მწირი გვგონია, ადვილად ქრება ნდობა და რწმენა, რომ ჩემი და შენი საჭიროებები თანაბრად მნიშვნელოვანია და მათი კეთილი ნებით დაკმაყოფილება შესაძლებელია.
ვიწყებთ საკუთარი საჭიროებების დაცვას.
აბჯარს ვიცვამთ და თავდაცვის რამდენიმე ფარს ვიყენებთ: (1) გაჩუმებასა და საკუთარი „სარისკო“ ნაწილების დამალვას; (2) აგრესიას; ან (3) პირიქით, „მოწინააღმდეგესთან“ დაახლოებას. (ავტ. ბრენე ბრაუნი „აბჯრიანი vs გაბედული ლიდერობა“)
ასეთი საბრძოლო აღჭურვილობა მძიმეა; მისი მუდმივი ტარება ბევრ ენერგიას მოითხოვს და დროთა განმავლობაში შეიძლება გამოფიტვამდე მიგვიყვანოს.
თავად კონფლიქტი არ არის პრობლემა — ის მნიშვნელოვანი ინფორმაცია და, ამავდროულად, ზრდის შესაძლებლობაა. პრობლემას ის აბჯარი წარმოადგენს, რომელსაც „ბრძოლაში“ გამარჯვების მოსაპოვებლად ვიცვამთ, ნაცვლად იმისა, რომ ვისწავლოთ ამ ინფორმაციის წაკითხვა, კონფლიქტში ნავიგაცია და ერთი გულიდან მეორემდე გზის გაკვალვა.
დიდი ხნის განმავლობაში წარმატებულ ლიდერად ითვლებოდა ის, ვინც უკეთ აკონტროლებდა ადამიანებს, ემოციებს, ინფორმაციას.
ამ მიდგომამ შექმნა ძლიერი ორგანიზაციები და პროფესიონალები, მაგრამ პროცესში ბევრმა დაკარგა კავშირი საკუთარ თავთან, სხვებთან, სილაღესთან და შინაგან ძალასთან.
თანამედროვე ლიდერობა სულ უფრო მეტად ეყრდნობა ემოციურ სიმწიფეს, სწავლისა და ცვლილებისთვის მუდმივ მზადყოფნას, ძალაუფლებას, რომელიც ემსახურება სხვების გაძლიერებას და თანაშემოქმედებას.
მომავლის ლიდერის წარმატებას სულ უფრო ნაკლებად განსაზღვრავს მხოლოდ ცოდნა. უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რამდენად თავისუფალია ის შინაგანად. რამდენად გახსნილია მისი გული.
„წარსულში სამუშაოს მთავარი ძალა კუნთები იყო, ახლა — გონებაა, მომავალში კი ყველაზე მნიშვნელოვანი გული იქნება."
— მინუშ შაფიკი, ლონდონის ეკონომიკის სკოლის (LSE) დირექტორიპროცესი აერთიანებს არაძალადობრივ კომუნიკაციას (NVC), სისტემურ ხედვას და განლაგებების პრაქტიკებს. NVC გვაძლევს ენას ემოციებისა და საჭიროებების დასანახად და გამოსათქმელად; სისტემური პერსპექტივა გვეხმარება, შევამჩნიოთ ურთიერთობებში მოქმედი კავშირები, როლები და დინამიკა.
ეს არის სასწავლო სივრცე და არ მოიცავს ფსიქოთერაპიულ პროცესს; თითოეული მონაწილე თავად განსაზღვრავს ჩართულობის ტემპსა და საზღვრებს.
თქვენ აგრეთვე შეგიძლიათ აირჩიოთ მუშაობის ის ფორმატი, რომელიც ყველაზე მეტად პასუხობს თქვენს საჭიროებებს:
თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია სწავლა სხვა მონაწილეებთან ინტერაქციაში, ეს ფორმატი საუკეთესო არჩევანია. სწავლობთ არა მხოლოდ საკუთარი გამოცდილებიდან, არამედ სხვა მონაწილეების გაზიარებიდან.
თუ კონკრეტულ საკითხზე გინდათ სიღრმისეული მუშაობა, აირჩიეთ ინდივიდუალური სესიების ფორმატი, სადაც ყურადღება მხოლოდ თქვენი თემებისკენაა მიმართული. პროცესი თქვენს ამოცანებს და ტემპს ერგება.
თუ გინდათ მაქსიმალური სიღრმე, ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობის გაერთიანება საუკეთესო არჩევანია. ჯგუფში აღმოაჩენთ საკუთარ თავს. ინდივიდუალურ სესიებზე ამუშავებთ პროცესში გამოვლენილ საკითხებს.
9 შეხვედრა, თვეში 3 შეხვედრა, ჯამში 3 თვე · ონლაინ
5 ინდივიდუალური სესია · ონლაინ ~1.5 საათი
ჯგუფური პროცესი + 5 ინდივიდუალური სესია
ბავშვობიდან ერთი რამ მაოცებდა: ყველაზე ძლიერად სწორედ ის მიზიდავდა, რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა. რაც უფრო ძლიერი იყო მასთან შეხვედრის სურვილი, მით უფრო ძლიერდებოდა შიშიც. ერთ დღესაც აღმოვაჩინე, რომ აღარ ვმოძრაობდი. სურვილი კი არსად წასულა — ის ისევ ჩემში იყო, მაგრამ მე მისკენ ვეღარ მივდიოდი.
სწორედ ამ უძრაობაში დაიბადა კითხვა: როგორ დავრჩე კავშირში ჩემს სურვილთან, ჩემს შიშთან და იმ სიცოცხლესთან, რომელიც ჩემში მოძრაობას ცდილობს? როგორ არ გავიყინო მაშინ, როცა ყველაზე მეტად მინდა თავისუფლად ვიმოძრაო?
ამ კითხვამ მიმიყვანა არაძალადობრივ კომუნიკაციასთან, კონფლიქტის კვლევასთან, სისტემურ კონსტელაციებთან, ლიდერობის განვითარებასთან და იმ მრავალწლიან ძიებასთან, რომელიც დღემდე გრძელდება.
ამ გზაზე დავინახე, რომ შიში შემთხვევით არ ჩნდება. ის ხშირად იცავს იმას, რაც ჩემში ყველაზე ძვირფასია. ამიტომ დღეს ჩემი მიზანი არც შიშის დამარცხებაა და არც სურვილის დათრგუნვა. დღეს ისეთ სივრცეებს ვქმნი, სადაც მეც და სხვებსაც შეგვიძლია შევხვდეთ ჩვენს შიშს, ჩვენს სურვილს და იმ სიცოცხლეს, რომელიც ჩვენში მოძრაობას ცდილობს. იქ, სადაც ეს კავშირი აღდგება, იბადება ახალი არჩევანი. არჩევანთან ერთად კი — მოძრაობაც.
„გზა თავისუფლებისკენ“ ამ ძიების ერთ-ერთი ნაყოფია.
QR-კოდით გადადით სარეგისტრაციო ფორმაზე და დაჯავშნეთ თქვენი ადგილი